სამშობლოს ღალატის ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს

სამშობლოს ღალატის ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
„ხალხის ძალის“ წევრი ქართული ოპოზიციური პარტიების ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება. როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ აქამდე არსებობდა დოკუმენტი, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა, გაჩნდა ახალი დოკუმენტი, სადაც ოპოზიცია ევროკავშირს საქართველოს დასჯისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში ოფიციალურად მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომლის პოლიტიკური ლიკვიდაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
აქამდე მხოლოდ ერთი ოფიციალური დოკუმენტი – რეზოლუცია 1633 არსებობდა, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა.
ახლა კი, სამშობლოს ღალატის მეორე ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, რომ საქართველო დაისაჯოს, საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს, ფინანსური დახმარება შეუწყდეს და ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს, საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად.
იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ, “ქართული ოცნება” აირჩია და სწორედ ამიტომ უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ ქართველი ხალხი!
P.S. მოკლედ, ახალი პარლამენტის რეჟიმში, ნაციონალური მოძრაობის ნიურნბერგის პროცესს, ახალი გარემოებები და ახალი გმირები უნდა დაემატოს, სხვა ხსნა და გზა არ არსებობს, ამ დეკლარირებული ჯაშუშების ხელში, საქართველო სულ მუდამ პოლიტიკური ტურბულენტობის მოლოდინში იქნება! ისტორიამ უნდა დააფასოს, თანამედროვე „ბოლშევიკები”,- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად