სამშვიდობო შეთანხმების პირობებში, UK და საფრანგეთი უკრაინაში ძალებს გაგზავნიან – სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გაერთიანეული სამეფო და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო
სტარმერის თქმით, ქვეყნებმა “სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში” უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე სურვილის დეკლარაციას ხელი უკვე მოაწერეს.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ურყევი არჩევანის ნაწილია, უკრაინას გვერდში გრძელვადიანად ვედგეთ. ეს სამართლებრივ ნიადაგს ჰქმნის, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პარტნიორების ძალებს შეეძლოთ უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირება, დაიცვან უკრაინის ცა, ზღვა და სამომავლოდ დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღდგენაში” – ამბობს სტარმერი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში დღეს, 6 იანვარს ჩავიდა, სადაც ევროპელი ლიდერებისა და -ს წარმომადგენლების თანდასწრებით “მსურველთა კოალიციის” სამიტი იმართება. ელისეის სასახლეში ასევე იმყოფებიან მივიდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ტრამპის სიძე. (ტაბულა)

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა