სამშვიდობო ზავის მესამე დღეს “ჰამასი” კიდევ 13 მძევალს გაათავისუფლებს

სამშვიდობო ზავის მესამე დღეს “ჰამასი,” სავარაუდოდ, 13 ისრაელელ და ასევე, ს ათამდე მოქალაქეს გაათავისუფლებს. ს საპატიმროს კი 49 ადამიანი დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel ავრცელებს.
ისრაელის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების სიები უკვე მიიღო. ამასთანავე “ცახალმა” განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გაგრძელდეს, თუ “ჰამასი” განაგრძობს მძევლების გათავისუფლებას დღეში მინიმუმ 10 ადამიანით. ეგვიპტის საინფორმაციო უწყების ინფორმაციით, შესაძლოა ოთხდღიანი პროცესი კიდევ ორი დღით გახანგრძლივდეს, რაც 100 ადამიანის გათავისუფლებას ნიშნავს.
გუშინ, ისრაელის 13 მოქალაქე და 4 ტაილანდელი გვიან ღამით “ჰამასმა” წითელ ჯვარს გადასცა. ამ დროისთვის ისინი ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. თავის მხრივ ისრაელმა საკუთარი საპატიმროდან 39 პალესტინელი დაკავებული გაათავისუფლა.
ტყვეების გაცვლის მეორე დღეს პროცესი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან ტერორისტულმა მოძრაობა “ჰამასმა” ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის ზავის დარღვევაში დაადანაშაულა, სიტუაცია მას შემდეგ გამოსწორდა, რაც პროცესში ეგვიპტის და კატარის საგარეო უწყებები ჩაერთნენ.
ისრაელის არმიამ “ჰამასის” ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია შეძლო. ლიკვიდირებულია ასევე ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე გავლენიანი სამხედრო.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება