სამუშიას თქმით, ჩიქობავასთვის შუამდგომლობას ხელი მოაწერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, ამავე უნივერსიტეტის ლექტორ აკაკი ჩიქობავასთვის შუამდგომლობას ხელი მოაწერა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელმაც აკადემიური საბჭოს დონეზე აკაკი ჩიქობავას შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან… მოვაწერე ხელი და გადავეცი ადვოკატს პირადად ჩემი შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებაში. ეს არის ის, რაც უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით გააკეთა“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თუმცა ჯაბა სამუშიას თქმით, მისთვის გაუგებარი,ა რას ემსახურება კანცელარიის დაკავება“.
„ის მოთხოვნები, რაც არის მევახშეობის მიმართულებით, ასევე, გამოცდების ჩაშლასთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსურდი… მე თვითონ არ მესმის, საერთოდ რას ემსახურება კანცელარიის დაკავება, ხომ უნდა ჰქონდეს თავის მნიშვნელობა, რადგან პროტესტის წარმართვა ნებისმიერი ფორმით შეიძლება“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.