სამტრედიაში UEFA-ს III კატეგორიის შესაბამისი, 6000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება. ინფორმაციას, FC სამტრედია ავრცელებს.
როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები მოიცავს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფარის მოწყობას, ტრიბუნების რეკონსტრუქციას, განათების ახალი სისტემის დამონტაჟებას, უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ყველა იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტის შექმნას, რომელიც საერთაშორისო დონის შეხვედრებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.




