სამტრედიაში ქართული ცხენოსნობის ზეიმი გაიმართა

სამტრედიაში, ილორში მდებარე განახლებულ იპოდრომზე, ქართული ცხენოსნობის ზეიმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“26, 27 და 28 აგვისტოს, მარიამობის აღსანიშნავად, სწორედ ამ განახლებულ იპოდრომზე ჩატარდა სამტრედიის გრან-პრი 2025.
საცხენოსნო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ საუკეთესო მხედრები და ცხენები მთელი საქართველოდან. გაიმართა ასპარეზობები ისინდში, ცხენბურთში და წმინდა სისხლის ცხენების დოღში სხვადასხვა დისტანციებზე.
ღონისძიებას მთავარი მსაჯი მერაბ გორგასლიძე ხელმძღვანელობდა. ორგანიზატორები იყვნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სამტრედიის იპოდრომი და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია.
მარულაში (5 წრე, დისტანცია 6 კმ) გამარჯვება მოიპოვა მხედარმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა ცხენით ესპერანსა (სამტრედია). წარმატება სამტრედიელ მხედრებს ასევე ისინდშიც ჰქონდათ.
საბოლოოდ, 66 ქულით გუნდური პირველი ადგილი და სამტრედიის გრან-პრი 2025 მოიპოვა სამტრედიის საცხენოსნო კლუბმა.
სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. გამარჯვებულები დააჯილდოვა და მათ ფულადი პრიზები გადაეცათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს