სამტრედიაში საკურას ხეივანი გაშენდება

იაპონელებმა სამტრედიაში საჩუქრად საკურას ნერგები ჩამოიტანეს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეში საკურას ხეივანი გაშენდება, რაც ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ ჩაითვლება.
სტუმრები სამტრედიაში სანიკიძის ღვინის მარანს ეწვივნენ. მათთვის ქართული ღვინის წარმოების და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა.
ასევე, სტუმრები ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ფერხისს” ესტუმრნენ და ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ.