პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრი გახსნეს. ცენტრი კახა კალაძის სახელობის იქნება.
„ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. აქ შეკრებილ ადამიანებს ყველას მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა იმხელა არის სიხარული და სიამაყის გრძნობა, განწყობა, ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს.
მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ლევან, შენს გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებთ და დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა აი, ასეთი ინსფრასტრუქტურა“, – თქვა კახა კალაძემ ცენტრის გახსნისას.