კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში “სამტრედია” ლიდერ “ტორპედოსთან” აგებდა, მაგრამ გაიმარჯვა. გორის “დილამ” კი 5:0 სძლია გაგრას”.
”
გაგრა 0:5 დილა
“დილამ” დიდი ანგარიშით მოუგო “გაგრას”. ახლა გორელებს და “იბერია 1999”-ს თანაბარი ქულები აქვთ, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “ტორპედოს”. “გაგრა” კი მერვეზეა.
პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა, კერძოდ, ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა ითამაშა კარგად და პირისპირ გასულმა ცაციით ზუსტად დაარტყა – 0:1.
მეორე ნახევრის შუაში შოთა შეყილაძემ ახლოდან ვარდნაში დაარტყა და სეზონში მერვე გოლი
მიითვალა. მე-80 წუთზე ჟან-მარკ ტიბუეს პასს მოჰყვა ირაკლი ბუღრიძის დარტყმა და სხვაობა სამამდე გაიზარდა. რამდენიმე წუთში ისევ ბუღრიძემ გაიტანა და ამჯერად იბრაჰიმა დრამეს პასით…
ბოლოს კი ვაუტერმა დაამთავრა: დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი მე-16 გოლი გაიტანა. ვაუტერი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ტორპედოელ ბიორნ იონსენს 19 გოლი აქვს.
სამტრედია 2:1 ტორპედო
“სამტრედიამ” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა: “თელავს” გაუსწრო. აი, “ტორპედო” კი ლიდერია, მაგრამ ამჯერად ორი ქულითღა უსწრებს მდევრებს.
იმერულ დერბიში სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ “ტორპედო” დაწინაურდა ცოტნე ფაცაციას გოლით, მერე კი სამტრედიელებმა ხასიათი გამოავლინეს: რატი არდაზიშვილის ჭკვიანურ პასს მოჰყვა ლუკა ელბაქიძის ბოლო გადაცემა და ინიგო მარტინმა ახლოდან დარტყმით გაათანაბრა – 1:1.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სამტრედიელთა კონტრშეტევა დასრულდა გოლით: ჟოზეფ ამოაკოს გარღვევასა და ჩაწოდებას მოჰყვა როინ ოდიშელიძის ერთ შეხებაში დარტყმა და გოლიც გავიდა… ეს ოდიშელიძის პირველი გოლია წლეულს.
erovnuliliga.ge