სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს – შალვა პაპუაშვილი

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო უწყება მოიწვევს ეუთო-ს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციას არც რეკომენდაციები აინტერესებს, არც მისიები და მისი ერთადერთი მიზანი ისტერიის ატეხაა.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულება გამოჩნდა. ამ დღეების განმავლობაში ისტერია ჰქონდათ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სამოქმედო გეგმას არ ამზადებენო. აღმოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, რადგან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს გრძელვადიან მისიას მოიწვევს. ესეც აჩვენებს, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ არც რეკომენდაციების და არც მისიების მიმართ. მათი მიზანია, ისტერია ატეხონ. მათი არაკვალიფიციურობა და დოკუმენტების არწაკითხვა, წარმოუდგენელია. მოწვევის პროცედურა არსებობს და მისიას ორი წლით ადრე არავინ იწვევს. თებერვალში, საგარეო უწყება მოწვევას პროცედურების შესაბამისად წარმართავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს