სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში ახალი არ არის “ქართული ოცნების” მხრიდან – თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე

შეტევა ეკლესიაზე და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. ცალკეულ პოლიტიკოსებს, მედიის ნაწილსა და “სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელს აკრიტიკებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში “ქართული ოცნების” მხრიდან ახალი არ არის.
“სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ იერიში ახალი არ არის “ქართული ოცნების” მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაუვარდათ ე.წ. რუსული კანონი, როდესაც სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის აგენტებად გამოცხადებას აპირებდნენ ახლა ასეთი ფორმით ცდილობენ დისკრედიტაციას,” – აღნიშნა აქუბარდიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ხელოვნურ და მიზანმიმართულ კამპანიას აქვს ადგილი.
“ეს არის ხელვნური მიზანმიმართული კამპანია ხელისფულების მხრიდან. მე ამ ქმედებას რადიკალურ ქმედებად ვაფასებ, მაგრამ ვინმე ამის გამო ადამიანს მიუვარდეს ჩემთვის ეს წარმოუდგენელია,” – .

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას