სამოქალაქო საზოგადოება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის რადას და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავს.
შეხვედრა, რომელზეც მიმართვის ტექსტს შეიმუშავებენ ამ წუთებში იწყება. მიმართვის ინიციატორები მიიჩნევენ რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის დარღვეული უფლებებით უნდა დაინტერესდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კი დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. მოსამართლის ცვლილებების გამო, მტკიცებულებების გამოკვლევა ხელახლა მოხდება. გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. დაესწრება თუ არა საკუთარ სასამართლოს დისტანციურად მესამე პრეზიდენტი, ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.