სამოქალაქო საზოგადოებამ პანელური დისკუსია სახელწოდებით “საუბარი ევროპაზე- EuroTalk” გამართა

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით პანელური დისკუსია სახელწოდებით „საუბარი ევროპაზე- EuroTalk“ გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიას ქეთევან სიჭინავა, ნინი შენგელია და თამუნა გამყრელიძე ხელმძღვანელობდნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების მიზანი იყო დისკუსიის გამართვა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ჭრილში, რამაც ევროკავშირის და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო კრიტიკა გამოიწვია.
დისკუსია გაიმართა შემდეგ თემებზე:
· განათლებისსფეროსწინაშეარსებულიგამოწვევები
· საზოგადოებადაევროპულიინტეგრაციისპერსპექტივა
· პოლიტიკურიკრიზისიდაგამოსავლისძიება.
პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ ექსპერტები და საზოგადოების სხვა წევრები – ლიკა ღლონტი; ნანა დიხამინჯია; ქეთი ცოტნიაშვილი; ელენე ჯიბლაძე ; ; ნათია კუპრაშვილი; მარი ნაკანი; ტატო ახალკაციშვილი; თათია კეკელია; გიორგი ქადაგიძე; ბაკურ კვაშილავა; სიკო ჯანაშია; ნუცა ბათიაშვილი და მაია ბიჭიკაშვილი.
„საუბარი ევროპაზე -EuroTalk” ფორმატმა შექმნა პლატფორმა აქტიური მოქალაქეებისთვის, პროფესიონალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც თვლის, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება საფრთხის წინაშე დადგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” მიღების შედეგად.
დისკუსიის მონაწილეების აზრით, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია დეზინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კანონის მიღება გახდა საზოგადოებაში უპრეცედენტო ვნებათაღელვის და დაპირისპირების მიზეზი. ოპონენტებს შორის სადისკუსიო სივრცის არარსებობამ გააღრმავა სიძულვილი.
„კანონის მიღება მოხდა არაჯანსაღ გარემოში, რაც გამოიხატა საწინააღმდეგო აზრის სრულ მიუღებლობაში, პარტნიორების თვალსაზრისის უგულებელყოფაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა უფრო მეტმა მოქალაქემ იცოდეს, თუ როგორი ტიპის უნიკალური გაერთიანებაა ევროკავშირი, რამდენად უსაფრთხოა ის მასში შემავალი ქვეყნების იდენტობისა და ტრადიციებისთვის და განვითარების რა შესაძლებლობებს იძლევა საქართველოსთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.