სამოქალაქო აქტივისტ ია გაბუნიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიღბიანი თავდამსხმელები მას ქავთარაძის ქუჩაში, სახლის სადარბაზოსთან ჩაუსაფრდნენ

სამოქალაქო აქტივისტ ია გაბუნიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიღბიანი თავდამსხმელები მას ქავთარაძის ქუჩაში, სახლის სადარბაზოსთან ჩაუსაფრდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თავად გაავრცელა. ფოტოზე, რომელიც მან გამოაქვეყნა, ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
სადარბაზოში დამხვდა 2 ტიპი და ხელჩართულ ბრძოლაში ცოტა სახე მიმიჩოხანეს @ლე ვერ მომჭამოთ ნაბოზრებო!!!!, – წერს იგი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით აქტივისტი, ტვ პირველთან, ამბობს:
ვიყავი მაღაზიაში ჩასული, დავბრუნდი სახლში, შემოვედი სადარბაზოსთან, სადაც იყო მოყინული და პატარა ფეხი ამისხლტა, რა დროსაც, არ ვიცი საიდან, გაჩნდა უცებ ორი, ვერ გეტყვით ნიღბები ეკეთათ თუ არა, ცუდი მხედველობა მაქვს, ორი ადამიანი, რომლებმაც დამიწყეს ჯაჯგური და უნდოდათ ჩემი ძირს დაგდება. ასე ჩავთვალე იმ წუთას და როდესაც დავუწყე ყვირილი და თავის დაცვა, ერთი მეცა სახეზე, რა დროსაც ჩავიკუზე და გავუსხლტი ხელიდან, შევვარდი სადარბაზოში და ვყვიროდი „მიშველეთ!“, ხელით წამოვიდა და სახეზე ჩამომფხაჭნა ერთ-ერთმა ადამიანმა. ერთი თუ ორი თვის წინ, მაშინაც ორი ადამიანი გამომეკიდა კიბეზე და უბრალოდ, შემოვასწარი სახლში. იყო ტელეფონზე რეკვები დედაჩემთანაც, შემდეგ ერთი სამი კვირის წინ და შვილის ადგილმდებარეობით დაინტერესდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება