სამოქალაქო აქტივისტმა, ისაკო დევიძემ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა, ისაკო დევიძემ 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
აღნიშნულის შესახებ დევიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად წერს.
„სალამი, მეგობრებო! გამოვედი კარგად დასვენებული და საბრძოლო შემართებით! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე საქართველოს სიყვარულისათვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, – წერს დევიძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე სასამართლომ 25 სექტემბერს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, დევიძეს 20 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სამოქალაქო აქტივისტი 24 სექტემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება