სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „კომერსაბტისთვის” უწყებიდან მოწოდებული განცხადებაში წერია, -მ გამოძიება ორი – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტების ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი), ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის საცხოვრებელ სახლებში პოლიციის მიერ ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს