სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს.
აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.
კერძოდ, სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში სამართალდამცველები ამ წუთებშიც იმყოფებიან.
„ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო“, – დაწერა ბოტკოველმა სოციალურ ქსელში.
პოლიცია მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკს. საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა თუთბერიძემ თავად განუცხადა.
სამართალდამცველები იმყოფებიან „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც.
აღნიშნულის შესახებ ილია ღლონტი სოციალური ქსელის ჯგუფში წერს.
„ჩემთანაც პოლიციაა მოსული!“ – წერს ღლონტი.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის სახლშიც მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა – „მადამ მავნებელი“ ვერ გახდა ლიდერი – ტრამპის ინაუგურაცია დიდ ეკრანზე აყურებინეს, დანარჩენი ბედოვლათები ეზოში დააყენეს სიცივეში – ის რეზოლუციები, რაც მიიღეთ, წერეთ და იკითხეთ

ირაკლი ზარქუა – ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს, ეს იაფფასიანი – გვაქვს მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს, ეს „დიფ სთეითი“ დაამარცხოს – ამის გვჯერა, გვწამს