სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების მთავრობა ავრცელებს.
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) დაადგინა, რომ 2014 წლის ივლისში „მალაიზიის ავიახაზების” რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და ამით რუსეთმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია დაარღვია.
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, ICAO-ს საბჭომ გადაწყვეტილება ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მიერ ს წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო და მომავალ კვირებში საბჭო ს მხრიდან კომპენსაციის ფორმას განსაზღვრავს.
„ეს გადაწყვეტილება სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად ვერ დაარღვევენ“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა.
ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ 2022 წელს დაადგინა, რომ დონბასის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ რეის MH17-ის ჩამოგდება რუსული რაკეტით მოხდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.