„სამმხრივი შეხვედრა შეიძლება შედგეს, ორმხრივი არა“ – ტრამპი ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებებზე

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ორმხრივი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ტრამპის თქმით, სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც თავადაც მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა შედგეს.
„სამმხრივი შეხვედრა შეიძლება შედგეს. ორმხრივი – არ ვიცი,“ – ციტირებს პრეზიდენტს Clash Report.
ამავე დროს, თეთრი სახლის ლიდერმა ზელენსკი და პუტინი ბავშვებს შეადარა, რომლებიც ერთმანეთს სძულთ და სათამაშო მოედანზე ჩხუბობენ.
„მე ვიყენებ ანალოგიას. რამდენჯერმე უკვე გამოვიყენე. თქვენ გყავთ ერთი ბავშვი და არის მეორე ბავშვი ბაღის მოედანზე, და მათერთმანეთი სძულთ, იწყებენ კამათს, კამათობენ, კამათობენ. თქვენ გინდათ, რომ შეჩერდნენ, მაგრამ ისინი აგრძელებენ. გარკვეული დროის შემდეგ მათ თვითონაც უხარიათ შეჩერება. ხვდებით ამას? ეს თითქმის ასეა. ზოგჯერ მათ ცოტა უნდა იჩხუბონ, სანამ აიძულებთ გაჩერებას. მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბევრი ადამიანი მოკვდა,“ – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია