სამმხრივი შეხვედრა გაიმართება ტრამპს, ფაშინიანსა და ალიევს შორის

2025 წლის 7-8 აგვისტოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც დაგეგმილია ფაშინიანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა. სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სომხეთსა და -ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება სამმხრივი შეხვედრა ფაშინიანს, ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის. შეხვედრის მიზანია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები