ქართული ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდმა “სამმოსი” ბათუმში ფილიალი გახსნა. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა გვანცა კოკოლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მეორე ფილიალის გახსნა თბილისში იგეგმება.მანვე აღნიშნა, რომ ბათუმის ფილიალი რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა, რა საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი იყო, თუმცა ბოლო პერიოდი კომპანიის გაყიდვები შემცირებულია. “ჩვენ ერთი ფილიალი გვაქვს თბილისში, სადაც სამკერვალო და შოურუმი ერთდროულად არის. აქ მოდიან ადამიანები და თავად ირგებენ პროდუქციას. ბათუმში კი მზა პროდუქცია გვაქვს, თუმცა სურვილის მიხედვით შეკვეთაც შეუძლიათ. მიმდინარე პერიოდში კომპანიის გაყიდვები 50%-ით შემცირებულია, რასაც მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ვუკავშირებთ. ვფიქრობთ, რომ “სამმოსი” უნიკალური ბრენდია და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე მოთხოვნა იქნება. ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული და შესაბამისად, მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ქართველია”, – აცხადებს გვანცა კოკოლაძე.ცნობისთვის, ქართული ბრენდი “სამმოსი” 2021 წლის სექტემბერში დაარსდა. თავდაპირველად, კომპანიის პროდუქცია ონლაინ იყიდებოდა, თუმცა შემდეგ თბილისში სამკერვალო და შოურუმი გახსნეს. კომპანია როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსსა და ჩანთებს აწარმოებს. წყარო: ბიზნესპარტნიორი


