სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღს, რომლის ასაშენებლადაც 3.4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ანგრევენ

სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღს, რომლის ასაშენებლადაც 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ანგრევენ. შენობის დემონტაჟის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდა.
ირკვევა, რომ დავით ნარმანიას მიერ წინასაარჩევნოდ საზეიმოდ გახსნილი ბაღი უხარისხოდ იყო აშენებული.
37-ე ბაღის მთავარი პრობლემა ცუდად ჩასხმული საძირკველი იყო და კედლებს ბზარები გაუჩნდა. ბაღი ერთი წლის წინ დაიკეტა და მშობლები იძულებულები არიან პატარები სხვა უბანში, სახლიდან მოშორებით ატარონ.
ბაღის მშენებლობისთვის ჯამში 3 393 000 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულება შპს “ტრანსმშენსა” და თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა. შპს “ტრანსმშენი” სამუშაობს კიდევ რამდენიმე ბაღში აწარმოებდა, თუმცა ვადებში ვერ ჩაეტია და სამუშაოები შეჩერდა. ამ დორისთვის კომპანია გაკოტრებულია.
ბაღების სააგენტოს ახსნა-განმარტება ოპოზიციური ძალისთვის მიუღებელი და არადამაკმაყოფილებელია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აუცილებელია ყველა იმ პირის სამართლებრივად დასჯა, ვინც შეასრულა და შემდეგ ბაღი ჩაიბარა.
წყარო: მთავარი არხი