სამი ცვლილებით “ფროზინონესთან” – როგორი იქნება “ნაპოლის” შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს 32-ე ტურში “ნაპოლი” “ფროზინონეს” უმასპინძლებს. ყველა ნეაპოლური გამოცემა იტყობინება, რომ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას “მონცასთან” მოგებული მატჩისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობის დაყენება მოუწევს.
ჟუან ჟეზუსი და ოლივეირა ტრავმირებულები არიან, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ნგონჟი. მათ ოსტიგარდი, მარიო რუი და პოლიტანო შეცვლიან.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ოსტიგარდი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
სტუმართა რიგებში დიდი ალბათობით ისევ სათადარიგო იქნება გიორგი კვერნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში