სამი ქორწინება, მდიდრული ქონება მოსკოვთან ახლოს და სკანდალებით სავსე ცხოვრება – რა არის ცნობილი გაქცეულ ყოფილ გენპროკურორზე

ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რი ოთარ რო­მა­ნოვ-ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მელ­საც ერთ დროს ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და, ახლა ორ მძი­მე და­ნა­შა­ულ­შია ბრალ­დე­ბუ­ლი და მი­მალ­ვა­შია. ცნო­ბი­ლია, რომ ის რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი 2025 წლის ივ­ნის­ში და­ტო­ვა.

რას ედა­ვე­ბი­ან ყო­ფილ გენპ­რო­კუ­რორს?

პირ­ვე­ლი ეს არის ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძის შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/109-ე მუხ­ლის “ნ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნეს, რაც შეკ­ვე­თით და ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამას­თან, ფარ­ცხა­ლა­ძეს ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი. ფარ­ცხა­ლა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამა­ვე საქ­მე­ზე პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს.

“მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქოლ-ცენ­ტრე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკუთ­ვნო­და პირ­თა ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას აფი­ნან­სებ­და, ხოლო ქოლ-ცენ­ტრე­ბის შე­და­რე­ბით მცი­რე ნა­წი­ლის მფარ­ვე­ლო­ბას, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, მათი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. მო­ცე­მულ საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2020-2023 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მფარ­ვე­ლო­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის მი­ზანს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბა და შემ­დგომ­ში ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და” – ამ­ბობს გა­მო­ძი­ე­ბა.

რას ამ­ბობს ფარ­ცხა­ლა­ძე წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ზე?

ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, ოთარ რო­მა­ნოვ – ფარ­ცხა­ლა­ძემ რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მა „მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე უცხო­ე­ლი პატ­რო­ნე­ბის და­ვა­ლე­ბით შე­თხზეს.

“შე­თხზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის მდევ­ნი­ან, იმის­თვის, რაც არ ჩა­მი­დე­ნია, ცდი­ლო­ბენ ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლო წა­მარ­თვან. სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა ჩემ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. არ მე­ში­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ზე უკეთ ადას­ტუ­რებს ჩემი არ­ჩე­უ­ლი გზის სი­მარ­თლეს. მზად ვარ ჩემი სი­ცო­ცხლე გა­ვი­ღო ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის­თვის.

დროა, წარ­სულ­ში დავ­ტო­ვოთ წარ­სუ­ლის წყე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ერის მტრე­ბის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი და წინ ვი­ა­როთ. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თვა­ლე­ბი უნდა გა­ა­ხი­ლოს და გა­ი­გოს, ვინ მოქ­მე­დებს მის ინ­ტე­რე­სებ­ში, ხოლო ვინ ინ­ტრი­გებს ხლარ­თავს, რი­თაც უცხო­ელ პატ­რო­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ან­გრევს ჩვენს იდენ­ტო­ბას, წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­სა და ერ­თი­ა­ნო­ბას. ასე შევ­ძლებთ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და რწმე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

გრძე­ლი და სა­ხი­ფა­თო გზა გა­ვი­ა­რე ჩემი სამ­შობ­ლოს – სა­ქარ­თვე­ლოს – სამ­სა­ხურ­ში. და დღეს ზუს­ტად იმ წერ­ტილ­ში აღ­მოვ­ჩნდი, სა­ი­და­ნაც ვიცი, რომ ახა­ლი ფურ­ცე­ლი და­ი­წყე­ბა ძმურ ერებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში…

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რწმე­ნა გვა­ერ­თი­ა­ნებს… ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ქარ­თველ და რუს ერებს შო­რის ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, რო­მე­ლიც პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და გარე საფრ­თხე­ე­ბის­თვის ერ­თობ­ლივ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ფარ­ცხა­ლა­ძემ.

რო­გო­რია გაქ­ცე­უ­ლი ექს გენპ­რო­კუ­რო­რის სკან­და­ლე­ბით სავ­სე გზა?

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე 2008 წლამ­დე მუ­შა­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, გარ­და ამი­სა, იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ენერ­გე­ტი­კის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი. ფარ­ცხა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2013 წლის 7 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა და 30 დე­კემ­ბერს გა­დად­გა. 53 დღე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წლე­ბის წინ ის გერ­მა­ნი­ა­ში ბო­ტა­სე­ბის ქურ­დო­ბის გამო, ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. გა­დად­გო­მის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წერ­და, რომ გერ­მა­ნი­ა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ინ­ცინ­დენ­ტი ნამ­დვი­ლად შე­ემ­თხვა, თუმ­ცა ის სხვა­ში აე­რი­ათ.

ყო­ფილ მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს­თან ერ­თად

2017 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფარ­ცხა­ლა­ძემ იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლაშა თორ­დია სცე­მა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აცხა­დებ­და, რომ მას კლუბ “ელ ცენ­ტრო­ში” თავს ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და­ეს­ხა და დაც­ვის წევ­რებ­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ფარ­ცხა­ლა­ძის მხა­რე კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც თორ­დია კლუბ­ში შეხ­ვედ­რი­სას ფარ­ცხა­ლა­ძეს არ მი­ე­სალ­მა.

2018 წელს “რუს­თა­ვი 2”-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფარ­ცხა­ლა­ძემ სპორ­ტის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი გა­ი­ტა­ცა, სარ­დაფ­ში ჩა­კე­ტა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქ­რა. საქ­მე ბიზ­ნეს­და­ვას შე­ე­ხე­ბო­და.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვის პი­რო­ბებ­ში, ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბი­სას შე­ნიშ­ნეს და და­ა­ჯა­რი­მეს. სწო­რედ მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნა გა­ხა­რი­ამ ცნო­ბი­ლი ფრა­ზა “ჯიგ­რულ პონ­ტში…“

“ფარ­ცხა­ლა­ძე იყო და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი, მე, “ჯიგ­რულ პონ­ტში” არ ვუშ­ვებ საშ­ვებს, ჩემ­თვის მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი უკი­დუ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლი და ამო­რა­ლუ­რია, ჩემს ფა­სე­უ­ლო­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა”, – თქვა გა­ხა­რი­ამ.

ფარ­ცხა­ლა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ფარ­ცხა­ლა­ძე 15 წლის შე­ვი­და და 19 წლი­სამ და­ამ­თავ­რა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რაც არა­რე­ა­ლის­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ეს იმით ახ­სნეს, რომ იგი სკო­ლა­ში “გა­და­ახ­ტუ­ნეს“.

ფარ­ცხა­ლა­ძის ქო­ნე­ბა – რა ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა 2023 წელს “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბამ”

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი 2013 წლის ნო­ემ­ბრი­დან იმა­ვე წლის დე­კემ­ბრამ­დე იყო. იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ნამ­დე­ბო­ბა მას შემ­დეგ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რაც გერ­მა­ნი­ა­ში მისი ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის ფაქ­ტი გამ­ჟღავ­ნდა.

თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ფარ­ცხა­ლა­ძის ქო­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და; 2013 წელს მისი ოჯა­ხი თუ 2 უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობ­და, 2018 წელს მისი ქო­ნე­ბა 24 ერ­თე­უ­ლამ­დე გა­ი­ზარ­და.

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფარ­ცხა­ლა­ძემ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი ჯერ კი­დევ 2021 წლის 24 თე­ბერ­ვალს მი­ი­ღო.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან რუ­სეთ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოდე­ნო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა, კერ­ძოდ:

მოს­კოვ­თან ახ­ლოს, კრას­ნო­გორსკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პოზ­დ­ნი­ა­კო­ვო­ში არ­სე­ბულ ლი­პ­კას მდიდ­რულ და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე 2 მო­მიჯ­ნა­ვე მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 1480 კვ.მ. და მას­ზე მშე­ნე­ბა­რე 472.1 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ზა­ფხუ­ლო სახ­ლი. სა­მი­ვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის სა­ხელ­ზე 2021 წლის 5 დე­კემ­ბერს და­რე­გის­ტრირ­და.

ასე­ვე, 2022 წელს მან რუ­სეთ­ში სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე და­ი­რე­გის­ტრი­რა 2021 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი 2 ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი: Toyota Land Cruiser 150 (7 აპ­რილს) და Toyota Land Cruiser 300 (22 დე­კემ­ბერს). მა­თი­ვე ცნო­ბით, ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ბი­ნე­ბი და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი, რო­მელ­საც თბი­ლის­სა და სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტებ­ზე ფლობ­და, შვილს გა­და­უ­ფორ­მა.

2023 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან შვი­ლის, ან­დრი­ას და მისი მე­სა­მე ცო­ლის – ეკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­დი­ო­და – წყნეთ­ში, ე.წ. ელი­ტურ – კაკ­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე 1500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბი. რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ ეზო­ში არის 349 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე, 62 კვ.მ – სა­ზა­ფხუ­ლო, 312 კვ.მ – სარ­და­ფი, 75 კვ.მ – დამ­ხმა­რე ფარ­თი, 64 კვ.მ – ავ­ტო­სად­გო­მი და 68 კვ.მ – აუზი).

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ოჯა­ხი და მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა მი­ნის­ტრო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ

2018 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფარ­ცხა­ლა­ძე მე­სა­მედ და­ქორ­წინ­და. მისი მე­უღ­ლე ეკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლია. წყვი­ლი მა­ნამ­დე ერთი წე­ლია ერ­თად ცხოვ­რობ­და.

პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან, ნინო ასა­თი­ან­თან, ორი შვი­ლი ჰყავს, ქალ – ვაჟი. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს ორ­ჯერ შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­ო­რე მე­უღ­ლე ქე­თე­ვან ცქვი­ტი­ნი­ძე ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით კომ­პა­ნია “რა­კი­ინ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ პი­არ­მე­ნე­ჯე­რია. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ფარ­ცხა­ლა­ძეს ერთი შვი­ლი, დათა ფარ­ცხა­ლა­ძე ჰყავს.

მე­სა­მე ქორ­წილ­ში ფარ­ცხა­ლა­ძის მეჯ­ვა­რე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი, იგი­ვე “ზა­რა­ლა“ გახ­ლდათ.

წლე­ბის წინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფარ­ცხა­ლა­ძე მისი დე­ი­დაშ­ვი­ლის, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია და ასე­ვე ყო­ფილ პრე­მი­ერს მის ოჯახ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებ­და.

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ფარ­ცხა­ლა­ძის უმ­ცროს ვაჟ­თან ერ­თად

“ფარ­ცხა­ლა­ძეს ხში­რად ნამ­დვი­ლად ვერ ვხვდე­ბი, ის ჩემი მე­გო­ბა­რი არაა, რო­გორც მე ვიცი, ჩემი ბერა გახ­ლავთ მა­გის შვი­ლიშ­ვი­ლის ნათ­ლია”- გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2016 წელს.