სამი სიკვდილი – “რატომ მგონია, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდება და უკრაინა მოიგებს” – გიორგი თავდგირიძე

რატომ მგონია, რომ ამ ომში დამარცხდება და მოიგებს. შორიდან დავიწყებ, პროფესიონალ მეომარს სამ სიკვდილთან ურთიერთობას ასწავლიან და თუ სამივესთან სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ხდება მისი ინიციაცია განსაკუთრებულ კასტაში, საძმოში, მეომრების საძმოში (მნიშვნელობა არა აქვს ცუდ მხარეს აპირებს ყოფნას თუ სინათლის მეომრობას).
დავაზუსტებ, პროფესიონალი მეომარი და პროფესიონალი სამხედრო მუდმავ თანხვედრაში არ არის. პროფესიონალი სამხედრო, როგორც კარგი ტაკტიკოსი და ოპერატიული ხელოვნების მცოდნე შეიძლება პარკეტზე ჩამოყალიბდეს და პარკეტზე დაამთავროს კარიერა და რუკას ან სხვა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ დაგეგმარების პროცესს არ გაცდეს. ომის მოსაგებად პროფესიონალ სამხედროებს აუცილებლად ჭირდებათ პროფესიონალი მეომრები და რაც უფრო მეტი ყავთ მით უფრო ადვილია მათვის, თავის გონებაში მოგებული ოპერაციები, ბრძოლის ველზე გამარჯვებებად აქციონ.
რა უნდა იცოდეს და შეეძლოს პროფესიონალ მეომარს: 1. უცხოს მოკვლა; 2. თავისიანის სიცოცხლის გაღება; 3. საკუთარი სიცოცხლის დათმობა; თუ ამ სამიდან ერთში მაინც პრობლემა გაქვს, პროფესიონალი მეომარი არ ხარ. პროფესიონალი სამხედრო, პირველ რიგში საკუთარ სიცოცხლის გადარჩენის პროფესიონალია და როდესაც მიზნის მიღწევაზე უარს ამბობს მაღალი რისკის გამო, მისი პროფესიონალური შეფასება ამით არ ზარალდება, იმიტომ რომ წესებით ის მართალია. პროფესიონალი მეომარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამბობს მიზნის მიღწევაზე უარს, თუ უკეთესი გადაწყვეტილება აქვს (ამით არ გადადის თვითმკლელ კამიკაძეების რანგში). როდესაც უკრაინაში ბრძოლებს ვაკვირდებით, ჯარისკაცებს ვუსმენთ, მათ ემოციებს ვაანალიზებთ, ცალსახად ჩანს, რომ უკრაინელი მებრძოლები, ისინიც კი ვისაც სამხედრო უნარ ჩვევები აკლია, პროფესიონალი მეომრები არიან, კლავენ უცხოს იმიტომ რომ საჭიროა, არ არიან გულჩვილები თანამებრძოლების მიმართ იმიტომ, რომ თვითონ შეიძლება შემდეგი იყოს, ვინც თავს დადებს და ამ თავდადებისთვისაც მზად არის. რაც შეეხება რუსებს, კლავენ იმიტომ რომ სიამოვნებთ და გაბრაზებულები არიან მოწინააღმდეგეზე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. ემოცია არა აქვთ თანამებრძოლის სიკვდილზე და თვლის რომ კარგია, რაკი თვითონ არ აღმოჩნდა მის ადგილას და გაწირავს იმ შემთხვევაში თუ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად დაჭირდა. რაც მთავარია, რუსი ჯარისკაცი თვლის, რომ ის იძულებულია იბრძოლოს და საკუთარი სიცოცხლის გაწირვა უდიდესი სიბრიყვეა. რაკი უკრაინის არმიაში პროფესიონალი მეომრების რიცხვი ძალიან მაღალია და აშკარად უფრო მეტია ვიდრე რუსებს ყავთ, რა მომენტშიც მათი სამხედრო აღჭურვილობა და იარაღის რაოდენობა გონივრულ პროპორციაში იქნება მოწინააღმდეგის შეიარაღებასთან, ბრძოლის ველზე სურათი მკვეთრად გაუარესდება რუსებისათვის.
პ.ს. 2022 წლის თებერვლამდე მთელ მსოფლიოს სამხედრო თეორეთიკოსებს მიაჩნდა, რომ ომს რაკეტები და ტექნოლოგიები იგებენ. 2 წელია მეთოდურად და პერმანენტულად რუსეთი სარაკეტო დარტყმებს აყენებს ურაკეტო უკრაინას და შედეგი ვერ დადგა, ერთი ნაბიჯითაც წინ ვერ წაიწია რუსეთმა გამარჯვებისაკენ. ამიტომ გახდა საჭირო ომის სხვა ჭუჭრუტანიდან ჭვრეტა, სხვა რაკურსით დათვალიერება და კვლევა. რკინა, თუნდაც მაღალტექნოლოგიური შიგთავსით არ არის ომის მოგების გარანტორი და გადამწყვეტი ფაქტორი.

ასევე დაგაინტერესებთ