სამი სამიზნე – “რეალი” ზაფხულში ამ ფეხბურთელების დამატებას შეეცდება

AS-ის ცნობით, “რეალის” მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური დაცვის გაძლიერება და კრეატიული ნახევარმცველის დამატება იქნება, რის გამოც სიაში სამი ფეხბურთელი ამოიღო.
სავარაუდოდ, მადრიდულ გრანდში განაგრძობს კარიერას “ლივერპულელი” ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ეს უკვე დიდი ხნის ამბავია.
“ბლანკოსის” თვალთახედვის არეში ასევე “ბორნმუთის” 19 წლის ნიდერლანდელი მცველი დეიან ჰუისენი და “სოსიედადის” 26 წლის ესპანელი ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი მოხვდნენ.
აქედან ალექსანდერ-არნოლდი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, დანარჩენი ორის სანაცვლოდ კი “რეალის” ფულის გაღება მოუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში