სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია

სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია
დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ეს ე.წ პოლარიზაცია სინამდვილეში არის აბსოლუტურად ხელოვნური; როდესაც კეზერაშვილისგან იღებ ხელფასს, ხაზარაძისგან და გვარამიას ხაზიდან, რა თქმა უნდა, ის ჟურნალისტი არ არის და ამიტომ იქცევა ეს ადამიანი, როგორც არაჟურნალისტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ჟურნალისტი კითხვას სვამს და პასუხს არ ელოდება.
„როდის გახსოვთ თქვენ მათგან ჟურნალისტური მოქცევა. ის არ არის სირცხვილი, რომ კეზერაშვილისგან იღებს ადამიანი ხელფასს და გონორით გელაპარაკებათ თქვენ? რა თქმა უნდა, სირცხვილია. ხაზარაძე, კეზერაშვილი, გვარამია, სამი სახე ამ ტელევიზიის, სამივე პირდაპირ უხეშად იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში. ამიტომ არის პოლარიზაცია. სამი რეკეტიორის წარმომადგენელი რომ გიზის მაგიდასთან, იქ რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გარდაუვალია.
მათ სხვანაირად რესურსიც არ აქვთ, ხელოვნური ქარიშხალი ჭიქაში უნდა დაატრიალონ, სხვანაირად თავი როგორ უნდა დაიცვას კეზერაშვილისგან ხელფასის მიმღებმა ე.წ ჟურნალისტმა, ან ვინც ხაზარაძისგან, გვარამიასგან ან ვიღაცისგან იღებს ხელფასს. მათ რესურსი არ აქვთ, რომ სხვანაირად თავი დაიცვან, არ უნდა მოგცენ პასუხის გაცემის საშუალება, ხელოვნურად უნდა აჭრან დისკუსია. თუ ჟურნალისტი გქვია, რანაირი ჟურნალისტი ხარ, კითხვას სვამ და პასუხს არ ელოდები.
აბსოლუტურად გაუგებარია. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან არა ჟურნალისტები, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს არის პრობლემა. სხვა გზა არ აქვს კეზერაშვილს, ხაზარაძეს და გვარამიას, ასე უნდა მოიქცნენ, სხვა რესურსი მათ უბრალოდ არ აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ კანონთან დაკავშირებით მათ ვერც ერთი კითხვა ვერ დასვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თუკი გსურს, კონკრეტული სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარო, უნდა ეცადო, რომ ხელისუფლების სამივე შტო და მასმედია გავლენის ქვეშ მოაქციო, პარალელურად კი საზოგადოება დაარწმუნო, რომ მექანიზმები, რომელსაც საბოლოო მიზნამდე მიყავხარ, სინამდვილეში, ხალხის ინტერესებით არის ნაკარნახევი

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას