სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ოფისში, სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ამ დროისთვის, შეხვედრას ესწრება „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
შეგახსენებთ, რომ პარალელურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.