სამი მცირეწლოვანი და-ძმა დაიღუპა ღაზაში, ლიბანში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას

AP-ი იმოწმებს პალესტინელი მედიკოსებს, რომლების ცნობით, ს თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, დაიღუპა ექვს წლამდე ასაკის სამი და-ძმა. მოკლულთა რიცხვი სულ მცირე, ექვსია არეალში, რომელიც ომმა გაანადგურა.
ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ სახლზე ბეირუთის სამხრეთში, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, იტყობინება ჯანდაცვის უწყება.
AP-ის ცნობით, ისრაელის ჯარმა ბოლო თვეში ალყა შემოარტყა და მნიშვნელოვანწილად იზოლაციაში მოაქცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთი და აცხადებს, რომ ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) ძალები გადაჯგუფდა.
შიმშილის ექსპერტები თვლიან, რომ რეგიონში შიმშილი გარდაუვალია, ან უკვე დადგა.
სექტემბრის შემდეგ ისრაელი ლიბანს სულ უფრო ინტენსიურად ესხმის თავს და აძლიერებს ბრძოლას ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ამ დაჯგუფებას, რომელიც ისრაელს შარშან სექტემბერში ღაზაში დაწყებული ომის შემდეგ ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისროდა, აშშ ტერორისტულად მიიჩნევს.
ევროკავშირი მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ტერორისტულად. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად