სამი მაშველი დაიღუპა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევისას

კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით დღევანდელი შეტევისას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 3 მაშველი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეგრამზე წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო.
მინისტრის განცხადებით, მტრის დარტყმების დროს მაშველები ხალხის დასახმარებლად მუშაობდნენ.
კლიმენკოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიდევ 9 თანამშრომელი დაჭრილია. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის შინაგან საქმეა მინისტრის ცნობითვე, 5 მაშველი დაშავდა ტერნოპოლის ოლქზე ს შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრის ქრობისას.
კლიმენკოს თანახმად, საერთო ჯამში, ზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა.
მანამდე ს მერი ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში 4 ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ