უკრაინელმა მაშველებმა დღეს, 12 ნოემბერს დილით დაასრულეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის იმ რაიონში, სადაც რუსეთის ჯარების მიერ 11 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად დაინგრა 5-სართულიანი სახლის ზედა სართულები.
დილით მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს სამი დაღუპული ბავშვის ცხედარი. გასულ ღამით დადასტურებული იყო ერთი ქალის სიკვდილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოთხივე დაღუპული ერთი ოჯახის წევრები იყვნენ – დედა და სამი შვილი. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვებიდან ყველაზე უმცროსი გოგო ერთი წლისაც არ იყო. ბიჭები ათი და ორი წლის იყვნენ.
სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავდა 14-ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევის შემდეგ რუსეთი კვლავ ტერორში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუ უკრაინა თავის დასცავად საკმარის იარაღს არ მიიღებს და მსოფლიოსგან პრონციპული გადაწყვეტილებები და ძლიერი მხარდაჭერა არ იქნება, რუსეთს მშვიდობას ვერ აიძულებენ და ახალი სამიზნეების ძებნას გააგრძელებს.
ფორუმი