სამიტის მეორე დღე ბრიუსელში – ლიდერების განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს

ბრიუსელში სამიტის მეორე დღეა. დილიდან, ლიდერები მილოცვების პარალელურად, ყურადღებას საქმიან ნაწილზე ამახვილებენ. მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ, აუცილებელია იმ საშინაო დავალების შესრულება, რაც ევროპისგან ცხრა დათქმის სახით მივიღეთ.
ევროკავშირის ლიდერები კმაყოფილებას გამოხატავენ, არიან მოხარული, რომ ასეთ რთულ დროს, მათ მკაფიო პოლიტიკური განაცხადის გაკეთება შეძლეს.
ლიეტუვას პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან გრძელი, ხანგრძლივი პროცესის მხოლოდ პირველი გვერდია, თუმცა ამის გარეშე პროცესი ვერ წარიმართება.
სა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. დღეს ჩვენ ამას აღვნიშნავთ. მე ნამდვილად ვამაყობ. ვამაყობ, რომ ევროპელი ვარ და აუცილებელი იყო ამ პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი გვერდია ძალიან გრძელი, ხანგრძლივი პროცესის, მაგრამ იმისათვის, რომ უფრო შორს წახვიდეთ, თუ კითხულობთ წიგნს, თქვენ უნდა გადაშალოთ პირველი გვერდი. მოდით ვიზეიმოთ და ვულოცავთ საქართველოს, რადგან თქვენც დაიმსახურეთ. მე ვიცი რა რეაქცია მოჰყვა საქართველოში ქუჩებში კანდიდატის სტატუსის მიღებას. თვალყურს ვადევნებდი რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. მართლაც, ძალიან კარგი გრძნობაა. ნება მომეცით ჩემს გულში აღვნიშნო ეს. ასევე მოგესალმებათ რომ აქ იზეიმოთ”, – განაცხადა გიტანას ნაუსედა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კროს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მივეცით ყველას, ვინც ევროპას უყურებს, როგორც კეთილდღეობისა და მშვიდობის თავშესაფარს, ასევე ძალიან მკაფიო გზავნილი მათ, ვინც ამას ემუქრება და განსაკუთრებით მოსკოვს, რომ ევროპას ვერ შეაშინებს.
“ჩემი მესიჯი საქართველოსადმი არის ის, რომ ვისაც სურს კეთილდღეობაში ცხოვრება, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ საზოგადოებაში სადაც ერთმანეთს პატივის სცემენ და ცხოვრობენ განსხვავებული აზრის პატივისცემით, ვისაც უსაფრთხოდ ცხოვრება სურს და ღიაა საჭირო რეფორმების გასატარებლად. ეტყვით რომ -ჩვენ ღია ვართ ამისთვის, როგორც ევროპელები. ვფიქრობ, მართლაც, ჩვენ მივეცით ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ყველას, ვინც ევროპას უყურებს, როგორც კეთილდღეობისა და მშვიდობის თავშესაფარს, ასევე ძალიან მკაფიო გზავნილი მათ, ვინც ამას ემუქრება და განსაკუთრებით მოსკოვს, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. რთულ მომენტებშიც კი ერთად ვართ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ”, – ალექსანდრ დე კრო.
ს პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, საქართველოს მიმართ მთავარი რჩევა, რეკომენდაციების გათვალისწინება და საშინაო დავალების შესრულება იქნება.
“მთავარი რჩევა ის არის, რომ საქართველომაც უნდა გააკეთოს საშინაო დავალება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლას დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმა სჭირდება . მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია .ნათელია რომ ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება გაფართოების მიმართულებით . მე ვფიქრობ, რომ თუ ამ ქვეყნებმა შეასრულეს კრიტერიუმები, ჩვენ იმ დროისთვის მზად უნდა ვიყოთ . არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ მზად არ ვართ, ან თქვენ თუ ხართ მზად . ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართება”, – განაცხადა კაია კალასმა.
ლატვიის პრემიერ-მინისტრის ევიკა სილინას განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
“განსაკუთრებული დღეა არა მხოლოდ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ასევე საქართველოსთვისაც, რომელმაც მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ეს დღე მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისა და ჩვენი ხალხისთვის , რადგან გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების გახსნა და დისკუსიები. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო”, – განაცხადა ევიკა სილინამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა

ზურაბიშვილმა ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა, ეს სამართალდამცავები იქნებიან – ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამიმუნა და გადაგდო