სამიტის კომუნიკეს პროექტი: ნატო დაეხმარება უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის „შეუქცევად გზაზე“

ნატო დაეხმარება ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის „შეუქცევად გზაზე“ და ის ჩინეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ს წინააღმდეგ ს დახმარება. ეს ნათქვამია ნატოს ვაშინგტონის სამიტის ერთობლივ კომუნიკეში, რომლის პროექტის გაცნობის საშუალებაც მიეცა რადიო თავისუფლებას.
ნატოს წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინას მომავალ წელს მინიმუმ 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია.
კომუნიკეში ნატო კმაყოფილებას გამოთქვამს კონკრეტული წინსვლის გამო, რომელსაც მიაღწია უკრაინამ ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ. ალიანსის წევრები პირობას დადებენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატოში წევრობის მიწვევას კიევი მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულებულ იქნება საამისო პირობები, ნათქვამია კომუნიკეს პროექტში.
უკრაინაში ომისთვის ნატო სრულ პასუხისმგებლობას ანიჭებს რუსეთს და მოუწოდებს მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.
ამავე დროს, კომუნიკეს პროექტის თანახმად, ნატო მზადაა, მოსკოვთან კავშირების არხები შეინარჩუნოს უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
კომუნიკეში საუბარია ასევე ნატოსთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობაზე, ვინაიდან, დოკუმენტის თანახმად, იქ მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ალიანსი მიესალმება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში.
ნატოს ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობი ხდება, ასევე ის კვლავაც სისტემურ გამოწვევებს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.
კომუნიკეში ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის საქმიანობის გამო კოსმოსის ათვისების სფეროში. ის მოუწოდებს პეკინს, ჩაერთოს სტრატეგიული რისკის შემცირების თაობაზე დისკუსიაში, ნათქვამია კომუნიკეს პროექტში.
ნატოს 75 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს იმართება ვაშინგტონში.

ასევე დაგაინტერესებთ