„სამინისტროს წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი, გარკვეული გეგმა მოიხაზა და გამოდის რომ კერძო სექტორს უნდა დაეხმაროს სახელმწიფო“ – გეგა სალუქვაძე

„გუდაურში ტურისტული სეზონის გახსნა შთამბეჭდავი და კარგად ორგანიზებული იყო, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ წელს გუდაურს ორი ახალი საბაგირო შეემატა,რომლის ტექნოლოგიაც მართლა გასაოცარია“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ ისაუბრა. მისი თქმით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამართული და თანამედროვე ტექნიკა აქვს
„კურორტი გაოცებას იწვევს ისეთი ტურისტების მხრიდან, რომელიც საკმაოდ მოძველებულ ინფრასტრუქტურას არიან მიჩვეულები. განახლების და განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და ეს კურსი უნდა შენარჩუნდეს.
ადგილობრივი ბიზნესები პანდემიამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და დღემდე ვერ გაიმართნენ, ასევე ძალიან დიდ და მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა, რომ გამართოს კურორტები ვერ ხერხდება, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები და გზები წინა ხელისუფლების დროს აღმოჩნდა კერძო საკუთრების ხელში და ვერ ხერხდება კანადელების მიერ შემოთავაზებული გენ გეგმის შესრლება. კვლავ აქტუალურია საცობების და ქაოტური გადაადგილების პრობლემა, ეს გზები არის გასხვისებული და გაცემულია სამშენებლო ნებართვები. ეს ყველაფერი როგორ აღმოჩნდა კომპანია „რედკოს“ ხელში არავინ იცის და ამ კომპანიას მიგდებული აქვს კურორტი.
ჩვენ სამინისტროს წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი, გარკვეული გეგმა მოიხაზა და გამოდის რომ კერძო სექტორს უნა დაეხმაროს სახელმწიფო. ფაქტია, რომ ამ კომპანიას ფული არ აქვს და ვერ აკეთებს კურორტისთვის ვერაფერს. არაკეთილსინდისიერი ბიზნესების ხელშია ჩავარდნილი სტრატეგიული ობიექტები, აქედან გამომდინარე ხელისუფლების გამოწვევაა რომ იმ ყველაფერთან ერთად რასაც აკეთებს მარწუხებში მოაქციოს ბიზნესი, რომელიც ამ ადგილებს ფლობს და დაუბრუნოს კურორტს ტერიტორიები“ – აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.