სამინისტროებს მივმართავთ, რომ ავტოიმპორტიორების ინიციატივაზე იმუშაონ – კვიჟინაძე

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც საქართველოში დაშლის მიზნით შემოყვანილი ავტომობილების აქციზის ნაცვლად დღგ-ით დაბეგვრას გულისხმობს, სამინისტროები იმუშავებენ. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადა.