საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, სპორტისა და კულტურის სამინისტრო გაიყო და თითოეული სფეროს მართვაზე პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი უწყებები აიღებენ.
სპორტის და კულტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 506 456 000 მლნ ლარი იყო.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენა) მიხედვით, ორივე სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმა – 596,115,000 ლარია. აქედან კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 297,649,500 ლარს უტოლდება, ხოლო სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი – 298,465,500 ლარს. ცნობისთვის,
2025 წელს იზრდება ორივე სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯიც: ამისთვის თითოეულ სამინისტროს ნაწილში ჯამურად განისაზღვრა – 8,220,400.00 ლარი, აქედან კულტურის სამინისტროსთვის – 5 126 300 ლარი, სპორტის სამინისტროსთვის – 3,094,100 ლარი. სამინისტროს ორად გაყოფამდე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის (მეორე წარდგენა) თანახმად, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს აპარატის შრომის ანაზღაურებისთვის 6,028,000 ლარი იყო გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, სპორტის და კულტურის სამინისტროს გაყოფა ირაკლი კობახიძემ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე დააანონსა. მისი მაშინდელი განცხადებით, კულტურის სამინისტროს თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს.
