სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება

სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, თებერვლიდან მათ ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება. მათ მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა საკითხზე საგნობრივ დისკუსიას “იმედის” მაყურებელი კვირაში ერთხელ მოისმენს”.

“ტელეიმედი” ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება — თებერვლიდან “იმედის” ეთერში დებატები დაიწყება. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა საკითხზე საგნობრივ დისკუსიას “იმედის” მაყურებელი კვირაში ერთხელ მოისმენს.

არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის.

გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი იქნება. არხი უკვე მუშაობს გადაცემის ფორმატზე, მიმდინარეობს სტუდიის მოწყობაც.ხი უკვე მუშაობს გადაცემის ფორმატზე, მიმდინარეობს სტუდიის მოწყობაც”, — ნათქვამია სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.