სამთავრობო მედიების შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტს თავს კობახიძეც ესხმის

“ოცნების” პრემიერი, ირაკლი უერთდება “საქართველოს უნივერსიტეტის” წინააღმდეგ სამთავრობო მედიების პროპაგანდას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უნივერსიტეტში რევოლუციური გეგმებისა და ტერორიზმის წახალსება მიმდინარეობს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკშვილის დედამ, გიული ალასანიამ უნივერსიტეტი 1 ლარად “მიიტაცა”.
იგი ასევე იმუქრება და მოსახლეობას ახსენებს, რომ ვინც აქციებზე “ძალადობრივ ქმედებებში” მონაწილეობდა, მათ სასამართლომ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“[4 ოქტომბრის აქცია] ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა. ადრე ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია, თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე.
გასაკვირი ისიც არ არის, რომ ამ, თავის დროზე, 1 ლარად მიტაცებულ უნივერსიტეტიში ხორციელდება ასეთი გეგმები. გახსოვთ, რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა ერთ ლარად უნივერსიეტი, რაც თავისი არსით, რა თქმა უნდა, იყო კრიმინალური ქმედება. არაა გასაკვირი, რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ყველაფერი. მაგრამ ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია.
ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა – მოერიდონ ასეთ გეგმებში, განსაკუთრებით, ძალადობრივ გეგმებში მონაწილეობა. თქვენ გახსოვთ, რომ ვინც ძალადობრივ აქციებზე მონაწილეობდა, მათ 2 წლით ან ზევით, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. აქედან გამომდინარე, ყველას უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხუილება თავი შეიკავნო ძალადობრივი ქმედებებშიო მონაწილეობისგან.
თქვენ ნახეთ, რა მდგომარეობაში მიიყვანა ასეთმა სქემამ ჩვენი მეგობარი , რომელიც დღეს არის თავიდან ბოლომდე ჩამოქცეული, როგორც სახელმწიფო”, – აცხადებს კობახიძე.
თუმცა კობახიძის მტკიცება, რომ გიული ალასანიამ “საქართველოს უნივერსიტეტი” 1 ლარად “მიიტაცა” სიმართლეს არ წარმოადგენს.
საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტმა 2007-2009 წლებში სახელმწიფო აუქციონების გზით შეიძინა სხვადასხვა ზომის მიწის ნაკვეთები და მათზე მდებარე შენობები.
ზემოხსენებული შესყიდვების საერთო ღირებულება კი 3,680,000 დოლარს შეადგენდა.
ამასთანავე, “საქართველოს უნივერსიტეტის” წინააღმდეგ სამთავრობო მედიეიბს პროპაგანდას დაწესებულების რექტორი, კონსტანტინე თოფურია გამოეხმაურა.
იგი აცხადებს, რომ აღნიშნული მედიების მიერ უნივერსიტეტის მიმართ გავრცელებული ბრალდებები მცდარი და აბსურდულია.
მისი თქმით, საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა და სასწავლო პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და პროპაგანდის პასუხად დაამატა, რომ უნივერსიტეტი წლებია საზღვარგარეთიდან გრანტებს აღარ იღებს.
თოფურია სამთავრობო მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ სიცრუის გავრცელება და “ახალგაზრდების მომავლის დისკრედიტაცია.”