სამთავრობო მედია: სუს-ი ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეს იძიებს

სამთავრობო მედიები, POS TV, რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობენ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ში მებრძოლი ქართველები და ვეტერანები იკითხებიან, სა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადებასაც ეხება. მათი გადმოცემით, ტერაქტები ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.
აღნიშნულის შესახებ სამთავრობო მედია სუს-ის მიერ სასამართლოში გამოკითხული მებრძოლის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის კომენტარზე დაყრდნობით საუბრობს, თუმცა, რეალურად, რამიშვილმა მხოლოდ გამოკითხვის შინაარსზე ისაუბრა და მტკიცებით ფორმაში არაფერი უთქვამს.
“კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების… ეს არის ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ქართული ოცნების მაღალ ეშელონებს. […]
თურმე, იგეგმება საქართველოში ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება”. – თქვა გამოკითხვის შემდეგ რამიშვილმა და ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად დააზუსტა, რომ ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილია.
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის აფეთქება, რამიშვილმა უპასუხა: “არა, ესე აფეთქება… ღმერთმა დაიფაროს”.
სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სავარაუდო ტერაქტის მომზადების შესახებ საუბარი დაიწყეს ქართული ოცნების წევრებმაც. დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი.
“უკვე მეექვსე დღე არის, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების უმძიმეს მუხლებზე და 6 დღის განმავლობაში, ეს ადამიანები მალავდნენ, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებასაც ეხებოდა.
ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი, რაც დღეს აქვს საზოგადოებას – რატომ მალავდნენ ეს ადამიანები და რატომ მოუწიათ გამოძიების მხოლოდ მეექვსე დღეს ამ ყველაფრის აღიარება, რომ ეს ტერორისტული აქტის მომზადება, ასევე, უკავშირდებოდა, თურმე ქართული ოცნების ლიდერების მიმართ და პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ ამ დანაშაულის მომზადებას

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც იცის, რომ არჩევნებს წააგებს, ყველაფერზე არის წამსვლელი, მათ შორის, ტერორისტული აქტების მომზადებაზე და მკვლელობებზეც კი”. – თქვა იონათამიშვილმა.
ტაბულა სამთავრობო მედიისა და ქართული ოცნების წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სუს-ში გადამოწმებას ცდილობს, თუმცა სამსახურთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. მოწმეებისა და ადვოკატების თქმით, გამოძიება 315-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებასა და ტერორისტულ აქტს გულისხმობს.
გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.

ასევე დაგაინტერესებთ