სამთავრობო კომისიამ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა

სამთავრობო კომისიამ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე იმსჯელა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კომისიის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მეგაპროექტის განსახორციელებლად განკუთვნილ ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება.
ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.
ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტადიონის მულტიფუნქციურობა მთელი წლის განმავლობაში სივრცის მაქსიმალურ დატვირთვას უზრუნველყოფს.
ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი