„სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება უკვე არის კანონდარღვევა”

პრემიერის და მისი ოჯახის წევრების სამთავრობო ლაინერით თბილისიდან მიუნხენში და უკან, კერძო ჩარტერული ფრენა, ასევე მიუნხენის აეროპორტში ბორტი ნომერი ერთის – Bombardier Challenger-ის ცხრა დღის ვადით გაჩერება, მთლიანად, ს მამამ, 71 წლის ტარიელ ღარიბაშვილმა დააფინანსა და 34 ათასი ევრო გადაიხადა – ასეთია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია.
„34 ათასი ევროს ხსენება, რეალურად არის, ამ თანხაზე ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა პირადი მიზნებისთვის, მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავი გამოიყენა. ამასთან, მამამისმა მართლა გადაიხადა თუ არა ეს თანხა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო ამ თანხების წარმომავლობაც არის კითხვის ქვეშ“ ალექსანდრე ქევხიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი
„34 ათასი ევროს ხსენება, რეალურად არის, ამ თანხაზე ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა პირადი მიზნებისთვის, მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავი გამოიყენა“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი ალექსანდრე ქევხიშვილი.
მისი თქმით, „სულ, რომ ეს ფრენა უფასოდ განხორციელებულიყო, სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ეს უკვე არის კანონდარღვევა. ეს უკვე არის კორუფცია. ამასთან, მამამისმა მართლა გადაიხადა თუ არა ეს თანხა ჩვენ არ ვიცით, არცერთი დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა, უბრალოდ ციფრი ითქვა, რაც არანაირად საკმარისი არ არის. მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო ამ თანხების წარმომავლობაც არის კითხვის ქვეშ“ – მიაჩნია ქევხიშვილს.
ის, რომ ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი -ში, პრემიერ-მინისტრი შვილის, შვილიშვილების და ოჯახის სხვა წევრების კერძო მოგზაურობა ს მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დააფინანსა, ეს ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გაავრცელა.
სწორედ ამ სამსახურში შედის სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“, რომლის ბალანსზეც ირიცხება, მთავრობის ავიაპარკი და მათ შორის, კანადური ლაინერი Bombardier Challenger, რომლითაც ღარიბაშვილები მიუნხენში გაფრინდნენ.
„შენატანი კერძო პიროვნების მიერ არის გაკეთებული და ეს თანხა არის 34 000 ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებითაა გადახდილი.. საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდენილია კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი“ – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ, მან აღნიშნული სატელევიზიო კომენტარი მხოლოდ სამთავრობო მედიას მისცა.
ჩუბინიძეს არ წარმოუდგენია, არავითარი დოკუმენტი რაც, „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ანგარიშზე, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ 34 ათასი ევროს ანუ დაახლოებით 97 ათასი ლარის გადახდას დაადასტურებდა.
ჩუბინიძემ ეს იმით ახსნა, რომ „ჯორჯიან ეარვეისისგან“ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას ელოდება. სწორედ ეს კერძო ავიაკომპანია მოემსახურა რეისს-A92771 და დოკუმენტაციის წარდგენისთვის, ჩუბინიძის მტკიცებით, სულ მცირე, “თვენახევარი” სჭირდება.