სამთავრობო გუნდის -ში ვიზიტი გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და განავითარებს ქვეყნისთვის საკვანძო მიმართულებებს

სამთავრობო გუნდის -ში ვიზიტი გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და განავითარებს ქვეყნისთვის საკვანძო მიმართულებებს
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, აშშ-ში ოფიციალური შეხვედრები გამართეს, ეს აშშ-ში სამთავრობო გუნდის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელიც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მაღალი დონის შეხვედრების ფონზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც საქართველოში გაძლიერდება და განვითარდება.
ექსპერტის შეფასებით, სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი, გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
“საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, აშშ-ში ოფიციალური შეხვედრები გამართეს, ეს აშშ-ში სამთავრობო გუნდის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელიც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მრავალმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ფონზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის ფონზე გაძლიერდება/განვითარდება, ძირითადი აქცენტი ენერგეტიკაზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე გაკეთდა, პარტნიორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი, რომელიც ევროპას ელექტრო ენერგიით მოამარაგებს, ასევე საქართველოს სრული ტერიტორიის ინტერნეტით დაფარვა, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანობას გაზრდის და ინვესტორებისთვის დამატებით კომფორტის ზონას შექმნის.
ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ დაპირება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი, გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილს და განავითარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკვანძო მიმართულებებს.” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის