სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სკოლაში „შვეიცარიული აგრარულ სკოლა კავკასია“ იმყოფებოდნენ – რა საკითხები განიხილეს?

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მეცხოველეობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში პროფესიული სკოლის „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ დირექტორს, მიხო სვიმონიშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მეცხოველეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, სანაშენე საქმიანობის ფარგლებში ჯიშური მიკვლევადობის სისტემის კვლევის და დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ფერმერულ მეურნეობებში ჯიშური მიკვლევადობის სისტემის ჩამოყალიბების, სანაშენე საქმიანობის გაძლიერების, საკადრო დეფიციტისა და განათლების მიმართულებით სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. განისაზღვრა თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ტრენინგების ორგანიზება და მეცხოველეობის საკვები ბაზის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა, სატრენინგო და სასწავლო სივრცეები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი რძის გადამმუშავებელი საწარმო, სკოლის საკუთრებაში არსებული სასწავლო-სადემონსტრაციო მეცხოველეობის ფერმა, კახური ღორის მეურნეობა და სხვა.

მხარეებმა განიხილეს სკოლის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, კახური ღორის სანაშენე ბირთვის მეურნეობის შექმნის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების გენეტიკური რესურსების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მეცხოველეობის დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომლები და სკოლის „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ წარმომადგენლები.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს