„სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს

„სამეფო უბნის თეატრი“ სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს, რომელიც, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღარ იქნება „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელი. მხარდამჭერი განცხადება ფეისბუკზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა „ახალი თეატრის“ თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში…
მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე“, – წერია განცხადებაში.
დღეს, 16 აპრილს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს კულტურის სამინისტროს განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო – მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
პროევროპული აქციების პირველივე დღეებში პოლიციამ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკუთარ ბინაში დააკავა. თეატრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ვადა 21 იანვრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 23 იანვარს რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გავიდოდა რეგიონებში და ყველასთან მივიდოდნენ. მანიფესტი წარდგა თბილისის, სა და ქუთაისის წინაშე.
ფორუმი