სამედიცინო შემოწმება ჩანიშნული იყო, თუმცა “მონაკოში” გადასვლაზე ბოლო მომენტში უარი თქვა – მიქაუტაძე მშობლიურ კლუბს უახლოვდება

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი “ტვიტერით” იტყობინება, რომ “ლიონი” “მონაკოსთვის” მიქაუტაძის “წართმევას” ცდილობს.
“მონაკოს” სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა გადასვლაზე უარი თქვა.
“ლიონი” დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გადაიბირებს. შეგახსენებთ, გიორგი ლიონშია დაბადებული და ამ ქალაქის კლუბის აღზრდილია.
“ეკიპის” ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ქართველსა და მონეგასკურ კლუბს შორის სერიოზული უთანხმოება სამედიცინო შემოწმების წინ მოხდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. “ოლიმპიკი” ალეკსანდრ ლაკაზეტის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს გაისად დატოვებს
და ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო აგვისტოში ვერ დეხმარება. კლუბის სპორტული დირექტორი დავიდ ფრიო და საფეხბურთო დირექტორი მიხაელ გერლინგერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდნენ მიქაუტაძეს, რომელმც დიდხნს არ ალოდინა და საყვარელ გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით ხელფასი იმაზე ოდნავ მეტი ექნება, ვიდრე “აიაქსში” ჰქონდა.
ახლა ტრანსფერზე “მეცი” და “ლიონი” უნდა მორიგდნენ.
აუუ რა უნდა ლიონში ? დაავიწყდა როგორ არაკაცურად მოექცნენ ? თანაც ლიონი კონფერენც ლიგაზე გამოდის და მონაკო ჩემპიონთა ლიგაზე თანაც ლაკაზეტს ამის გამო არავინ არ დასვამს სკამზე ჯერ ერთი უმაგრესი ფორვარდია და სახელიც დიდი აქვს ლიონში ! არ ვიცი რაა ამასაც არ ყავს ეტყობა ნორმალური აგენტი @ ისე იქცევიან თითქოს აიაქსის ამბები არ გადახდენოდეთ @ ლიონში სკამზე ჯდომას ჯობია ისევ მეცში დარჩეს თამაში მაინც ექნება იქ განაღდებული ! და თუ სკამზე ჯდომა ურჩევნია მაშინ ჯობია რომას დათანხმდეს რომას სკამზე ჯდომა არ ჯობია ჭ კლასის ლიონის სკამზე ჯდომას ??