სამედიცინო შემოწმება გაიარა, ყავის დასალევად გავიდა და აღარ გამოჩენილა – ოჩოას უცნაური ტრანსფერის ამბავი

40 წლის ცნობილი მექსიკელი მეკარის გილერმო ოჩოას სატრანსფერო ამბავი მოულოდნელად განვითარდა. ის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ “ბურგოსში” თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა ჩარიცხულიყო და ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.
ვეტერანმა კიპერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ კი კლუბის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ კონტრაქტის რამდენიმე პუნქტის შეცვლა სურდა.
ამის მერე, ოჩოამ გადაწყვიტა, ყავის დასალევად გასულიყო, თუმცა, ის სრულიად გაქრა და “ბურგოსის” ოფიციალური პირების ზარებს არ პასუხობდა.
Marca ფეხბურთელის წარმომამდგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ესპანურმა გუნდმა მოულოდნელად კონტრაქტში გათვალისწინებული თანხა შეცვალა და რეკლამებიდან შემოსულ 60%-ს ითხოვდა. ასევე “ბურგოსს” ეკუთვნოდა მეკარის გამოსასყიდი თანხა 5 მილიონი ევრო.
გუნდის მხრიდან გეგმის ამ ცვლილების გათვალისწინებით, ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. საბოლოო თანხა დივიზიონისთვის მინიმალურ ხელფასსაც კი ვერ აღწევდა. ფეხბურთელი ეჭვობს, რომ მათ მხოლოდ სარეკლამო შემოსავლის მიღება სურდათ, რასაც ოჩოა მექსიკაში მისი უზარმაზარი პოპულარობით ხსნის.
ინფორმაციისთვის, ოჩოას ბოლო კლუბი პორტუგალიური AFS გახლდათ. მას კარიერის განმავლობაში “აიაჩოს”, “მალაგას”, “გრანადას”, “სტანდარტის”, “ამერიკასა” და “სალერინტანას” მაისურიც მოურგია.
[VIDEO] “იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი” – რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
39 წლის გილერმო ოჩოა კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს
ოჩოას ეფექტური “სეივი” და 93-ე “მაკრატელათი” გატანილი ულამაზესი გოლი [VIDEO]
37 წლის მექსიკელი მეკარე ოჩოა იტალიურ გუნდში გადავიდა
სიმონ მინოლე, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიაში გააგრძელებს
გილერმო ოჩოამ ნომერი გვარის მიხედვით აარჩია
პირველი მექსიკელი – ოჩოას მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე