სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები – აუცილებელია ყველა ექიმი 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე გამოცხადდეს

ყველა ექიმი, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელთა ვალდებულება არის ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, აუცილებელია, 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე იყოს გამოცხადებული, – ამის შესახებ ექიმმა ლაშა უჩავამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სახელით განაცხადა.
მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა პატიმრებს, განსაკუთრებით კი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელსა და ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს, რომლებიც პატიმრობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.
ლაშა უჩავამ, მედიკოსებთან ერთად, ის მოწოდებები კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომელიც ახალი ს დანიშვნასა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებას უკავშირდება.
“დღეს შევიკრიბეთ სამედიცინო საზოგადოება სოლიდარობისთვის იმ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელიც დღეს ტყვედ ჰყავს აყვანილი ჩვენს სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, ქალბატონი მზია ამაღლობელის სოლიდარობისთვის, აუცილებლად, რომელიც 33-ე დღეა, შიმშილობს და ის იმსახურებს, ნამდვილად, თავისუფლებას, ის უკანონოდ არის დაპატიმრებული.
აუცილებლად უნდა შევეხოთ ბატონ თემურ ქათამაძის – ბათუმელი მედროშეს შიმშილობასაც, რომლის ჯანმრთელობას ნელ-ნელა ექმნება საფრთხე და ისევე, როგორც ქალბატონ მზიასთან, აუცილებლად უნდა იყოს კონსილიუმი შექმნილი, რომელიც მის ჯანმრთელობას მიაქცევს ყურადღებას და ჩვენ გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია.
ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი უფრო ინფორმაციულია და შეეხება იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე იგეგმება და მე მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ საქართველოს სწორ მხარეს ქართველ მოსახლეობასთან ერთად იმისათვის, რომ მივიღოთ იმ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი, რომელიც დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში და, ფაქტობრივად, კრიზისში არის შესული სახელმწიფო.
მნიშვნელოვანია ახალი არჩევნები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რომელიც დღეს იმყოფება ტყვეობაში, შესაბამისად, ყველა ექიმს, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომელთა ვალდებულება არის ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა, აუცილებელია, 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე იყოს გამოცხადებული. ჩვენ გვაქვს მრავალი პეტიცია უკვე დაწერილი, რომელსაც ხელს აწერს ათასზე მეტი ექიმი და 18 სამედიცინო ასოციაცია, რომელიც დგას ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და მუდამ იქნება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმ მნიშვნელოვან საწადელს, რომელსაც ჰქვია ხელახალი არჩევნები და ტყვე პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა ლაშა უჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა