სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ვებ-გვერდიდან კლინიკებს შეუძლია გადაამოწმონ, რომელი ორგანიზაციის სტანდარტებია აკრედიტებული ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ

სამედიცინო დაწესებულებებმა აკრედიტაცია 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გაიარონ, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეძლონ.
ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, გაერთიანებამ არჩევანი ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) შეაჩერა, ვინაიდან მათი სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტები, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებულია და ეს აკრედიტაცია 2027 წლამდეა ძალაში.
„არჩილ მორჩილაძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ კლინიკებმა გადაამოწმონ აქვს თუ არა მააკრედიტებელ ორგანიზაციას ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტები, ვინაიდან სწორედ ასეთი სტანდარტების დანერგვა უნდა მოხდეს კლინიკებში.
იმ მიზნით, რომ კლინიკებმა იოლად შეძლონ ამის გადამოწმება, გაერთიანება შესაბამის ბმულს საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის