სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები უერთდებიან პროტესტს დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო და აცხადებენ, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს შიმშილობის მე-17 დღის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა.
„პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ადამიანის ფუნდამენტური უფლების-სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ მოვითხოვთ:
· ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
· სახალხო დამცველის ოფისმა დამოუკიდებლად შეაფასოს და გაასაჯაროოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
· საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაიცვან მისი უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობისა და ღირსების უფლება.
ხაზს ვუსვამთ, რომ სათანადო სამედიცინო მონიტორინგისა და მკურნალობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ გაუმჭვირვალობის, უყურადღებობის ან გულგრილობის გამო. დროული ქმედების გაჭიანურებამ შესაძლოა ჯანმრთელობის გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც დროულად არ იმოქმედებს და არ შეასრულებს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას!“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:
· არჩილ მორჩილაძე, გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი გულის რიტმის ასოციაცია: კახაბერ ეცადაშვილი კარდიოქირურგთა ასოციაცია: ზაზა კაციტაძე, ზვიად ბახუტაშვილი ფსიქიატრთა საზოგადოება: ნინო ოკრიბელაშვილი ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება: მარიკა ალფაიძე საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია: დავით აბულაძე ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი: მარინა შიხაშვილი საქართველოს უროლოგთა ასოციაცია: ამბროსი პერტია საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლიგიის ასოციაცია: მალხაზ მიზანდარი კარდიოლოგთა საზოგადოება: არჩილ ჩუხრუკიძე ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია: გია თომაძე ონკოლოგთა ასოციაცია: გურამ მენთეშაშვილი ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის ასოციაცია: ლიკა ჯანაშვილი ორთოპედ ტრავმატოლოგთა კავშირი: ზურაბ ხაბეიშვილი საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემრიოლოგიის ასოციაცია: ლიკა ჭყონია
· არჩილ მორჩილაძე, გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი
· გულის რიტმის ასოციაცია: კახაბერ ეცადაშვილი
· კარდიოქირურგთა ასოციაცია: ზაზა კაციტაძე, ზვიად ბახუტაშვილი
· ფსიქიატრთა საზოგადოება: ნინო ოკრიბელაშვილი
· ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება: მარიკა ალფაიძე
· საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია: დავით აბულაძე
· ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი: მარინა შიხაშვილი
· საქართველოს უროლოგთა ასოციაცია: ამბროსი პერტია
· საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლიგიის ასოციაცია: მალხაზ მიზანდარი
· კარდიოლოგთა საზოგადოება: არჩილ ჩუხრუკიძე
· ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია: გია თომაძე
· ონკოლოგთა ასოციაცია: გურამ მენთეშაშვილი
· ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის ასოციაცია: ლიკა ჯანაშვილი
· ორთოპედ ტრავმატოლოგთა კავშირი: ზურაბ ხაბეიშვილი
· საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემრიოლოგიის ასოციაცია: ლიკა ჭყონია