სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
“ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას”- ნათქვამია განცხადებაში.
9 დეკემბერს პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. მას ოჯახის წევრები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლები აცხადებდნენ, რომ ჩახუნაშვილი სახლიდან მეგობართან შესახვედრად გავიდა, შემდეგ კი ვეღარ უკავშირდებოდენ და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქოდათ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ პედიატრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.